გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად,00:00-დან 04:00 საათამდეიმუშავებს

18-04-2022

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა და სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.


ავტობუსების მარშრუტებიც დასახელდა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება.


„მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო24აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს,08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.