22-05-2018
სიღნაღში წელს გზებისა და ქუჩების, ასევე ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოებზე 100 ათასი ლარი დაიხარჯება.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფასადების გარდა, დაგეგმილია 11 ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ფასადების კეთილმოწყობისთვის, გათვალისწინებულია 100 000 ლარი. დაგეგმილია გზის და 11 ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ქვაფენილების აღდგენა, შენობის ფასადების შეღებვა, რიკულებიანი აივნების ახლით ჩანაცვლება. დაზიანებული ქუჩების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ საორიენტაციოდ გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული თანხა - 100 000 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შესყიდვა, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე’’, - განაცხადეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.