გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

19-04-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ტრაგედიის შედეგადად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, როცა სოლგომანის მთის ჩამოშლას 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2020 წელს დაღუპულთა პატივსაცემად, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.


თორნიკე რიჟვაძემ, ასევე ყვავილებით შეამკო ვაშლოვანის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი. სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.