გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

20-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში, მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, რკ/ბეტონის ჭების და სამორიგეო ჯიხურის მოწყობას ითვალისწინებს.


პროექტის ღირებულება 169 759 ლარია, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯითი ჰოლდინგი“ ახორციელებს.


გასულ წელს სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები ჩავატარეთ: მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო და სანიტარული ღობე. მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგებას გაუუმჯობესებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.