გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ში ქიმიის მასწავლებლებისათვის ACS ვორქშოფი გაიმართა

20-04-2022

საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან მოწვეული საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

STEM აკადემიაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) მიერ დაარსებული საინფორმაციო კამპანიის „ქიმიკოსები აღნიშნავენ დედამიწის კვირეულს“ ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას-  „ACS ვორქშოფი ქიმიის მასწავლებლებისათვის”.

 

ღონისძიებაზე მასწავლებლებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში დოქტორი ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები დ სტუდენტები შეხვდნენ.

 

„დღევანდელი დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის გაეცნონ თსუ-ს ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, იმ სასწავლო მასალებს და შინაარს,რომლებიც გადმოტანილია სანდიეგოს სასწავლო კურსებიდან. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა მომავალი ქიმიკოსებისა და ბიოქიმიკოსებისთვის, მიიღონ კალიფიციური განათლება საქართველოში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა მადლობა გადაუხადა ღია კარის დღის ორგანიზატორებს:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობას.

 

„ვორქშოპის მონაწილე სკოლის მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ლაბორატორიების და  სასწავლო პროგრამებს გააცნობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ვიმედოვნებ,რომ ბევრი კვალიფიციური კურსდამთავრებული ეყოლება ამ პროგრამას და ჩვენი სტუდენტები სადოქტორო სწავლებას უკვე კალიფორნიაში გააგრძელებენ“,- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

 

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის გიორგი ჯიბუტის თქმით, ღია კარის დღისთვის ორგანიზებულმა ვორქშოფმა მასწავლებლებისთვის გააერთიანა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე 3 სესია:  ზოგადი და არაორგანული ქიმია,  ორგანული და ბიოქიმია და ფიზიკური და ანალიზური ქიმია. ვორქშოფს უძღვებოდა თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).

 

ვორქშოფის დასრულებისას საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სწავლებაში ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერებით  მოსწავლეების ქიმიით დაინტერესებისა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის  თაობაზე; ასევე გაეცნენ ACS საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობის საქმიანობის შედეგებსა და იმ საგრანტო შესაძლებლობებს, რასაც ACS სთავაზობს წევრებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

 

„ჩვენი თვალით ვნახეთ და ხელით შევეხეთ ყველა იმ თანამედროვე ინსტრუმენტს, რომელზე მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ სტუდენტებს. საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ჩვენ - მასწავლებლებმა აქ მიღებული გამოცდილება და ახალი ცოდნა უნდა გავუზიაროთ ჩვენს მოსწავლეებს, იმისთვის რომ მათ იცოდნენ,თუ რა დონის შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტი სტუდენტებს,“- აღნიშნა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქიმიის მასწავლებელმა რუსუდან ჩალაძემ.

 

თსუ-ში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს,  ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის-10 000 ლარს წელიწადში.   

   

პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტები შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.