პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ლაშა ხუციშვილი სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა

22-04-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით.


ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს მიერ უკვე მიღწეული შეფასებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.


შეხვედრაზე ისაუბრეს სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობაზე ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.