გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: კიევში დაბუდებული სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მეგობრობას

25-04-2022

,,ცალკეული ევროპარლამენტარების, ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსების თუ კოლექტიური არახამიების გზავნილები არაფერს ნიშნავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით არახამიას განცხადებას. როგორც აბაშიძე წერს, გმირია უკრაინელი ერი და არა იქაური ცალკეული პოლიტიკური აქტორები!


,,სააკაშვილის ომის პარტიის, რეალურად რუსული საქმის მკეთებლის სტანდარტული "მესიჯბოქსი". ცალკეული ევროპარლამენტარების, ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსების თუ კოლექტიური არახამიების გზავნილები არაფერს ნიშნავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. უკვე ათი წელია ჩვენი ელექტორატი საკუთარ არჩევანს აკეთებს მშვიდობის პარტიის დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებაზე". ცალკეულ დროებით პოლიტიკოსთა ყავლგასული გზავნილები კი, რჩება მხოლოდ ჰაერის უაზრო რხევად. მეტიც, კიევში დაბუდებული სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. გმირია უკრაინელი ერი და არა იქაური ცალკეული პოლიტიკური აქტორები!” - წერს Facebook - ზე ანალიტიკოსი.