გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: ბიზნესმენი არ დატოვეს, რომელიც რეკეტის მსხვერპლი არ იყო - ფაქტობრივად ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოახდინეს

25-04-2022

ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული იყო ადამიანის უფლებები, დემოკრატია, რაც იყო აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.


„ციხეები იყო სრული ლუსტრაცია იმ უმძიმესი რეჟიმის, რომელიც მაშინ ჩამოყალიბებული იყო. ციხეები გადავსებული იყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს. როცა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ერთ და ორ წელიწადში 12-ჯერ ახერხებ, შეგიძლიათ განსაჯოთ - საიდან სად მივედით თუნდაც ერთი და ორი წლის მუშაობის შედეგად.


შეიცვალა რეჟიმი, სისტემა, მიდგომა და ამან შედეგად მოგვცა 12-ჯერ შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში. აღიკვეთა წამება, არაადამიანური მოპყრობა. რომ ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება, იგივე შეკრების თავისუფლება - სრული სისასტიკე, რასაც აჩვენებდა ნებისმიერი მცდელობის მიმართ მაშინდელი ხელისუფლება. ბიზნესის რეკეტი, რაც იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება. 2010 წელს მომიწია ბიზნესმენებთან სუფრაზე ყოფნა, სადაც დაახლოებით 15 საშუალო ბიზნესმენი იყო, 15-ვეს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. ფაქტობრივად, ბიზნესმენი არ დატოვეს, რომელიც არ იყო რეკეტის მსხვერპლი, ფაქტობრივად ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება ადამიანის უფლებების ხელყოფის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.