გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: არახამია პოლიტიკურ მესიჯებში დაიკარგა და ქართულ უკრაინულ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის,პრინციპში პოლიტიკური მიზანიც და დავალებაც ეგ არის

25-04-2022

,,უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის სახელმწიფო „ღირსების ორდენით" დაჯილდოებული პოლიტიკური ფიგურაა, თითქოს კარგი პოლიტიკური განათლება თუ არა ინტუიცია უნდა ჰქონდეს (ბოლო ბოლო რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს), მაგრამ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მესიჯებზე ზის” - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დავით არახამიას განცხადებას.


როგორც მეგრელიშვილი წერს, არახამია პოლიტიკურ მესიჯებში დაიკარგა და ქართულ უკრაინულ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

 

,,უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის სახელმწიფო „ღირსების ორდენით" დაჯილდოებული პოლიტიკური ფიგურაა, თითქოს კარგი პოლიტიკური განათლება თუ არა ინტუიცია უნდა ჰქონდეს (ბოლო ბოლო რუსეთთან მოლაპარაკებები ანდეს), მაგრამ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მესიჯებზე ზის. ისიც მათ მსგავსად ირწმუნება "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთანო"; "დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდაო" და "EU - ს და აშშ -ს სთხოვს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები განიხილეთო". მოკლედ არახამია პოლიტიკურ მესიჯებში დაიკარგა და ქართულ უკრაინულ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის,პრინციპში პოლიტიკური მიზანიც და დავალებაც ეგ არის. ჯერ ჯერობით ზელენსკი მას ამ თამაშში მიყვება. იმედია ერთმანეთს არ გადაიყოლებენ...” - წერს მეგრელიშვილი Facebook ზე.