გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ ჩხენკელი: აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმედისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა

25-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ ყველას, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს დღეს ზეიმობთ.

სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – ეს დღესასწაული იმედის, სიკვდილზე გამარჯვებისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ, მშვიდობასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ! მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ და შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.