გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება

26-04-2022

ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური მედიით გავრცელებული ჩანაწერების კომენტირებისას. ]

 

 

მისი თქმით, ამ ფეიკების შემქმნელიც და გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც დღეს კიევში არახამია წარმოადგენს

 

„მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი , მერე არახამიას განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. ბაკურიანში შედგა რევოლუციური, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განიხილეს ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ თავადაც იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ხავსს ეჭიდებიან.

 

ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. რაღაცნაირად ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით. მე იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ფარული ჩანაწერები იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს მაგალითად და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი, თუმცა, ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება.

 

არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით. ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, ბუნებრივია მეორე ჯერზე უფრო ფრთხილად ხარ, ასეთ შემთხვევაში ნული სიფრთხილე არახამიას მხრიდან. ამას აქვს მარტივი მიზეზი, ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც წარმოადგენს არახამია დღეს კიევში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.