გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ერჟან კაზიხანოვს შეხვდა

26-04-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.


შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური და სატრანსპორტო - ლოგისტიკური საკითხები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტენდენციები მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.


სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კავშირებზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას ყაზახეთსა და საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მზად, განახორციელოს ყაზახური და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებს ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.


ყაზახურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ დერეფანში. აღინიშნა, რომ უკვე 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2 - დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას გასწევენ, რათა მოიზიდონ და გრძელვადიან პერსპექტივით მოემსახურონ ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოსა და ყაზახეთზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებში.