გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ნიგოზას, ჩობალაურის, ზემო რენეს და ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

26-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ნიგოზას, ჩობალაურის, ზემო რენეს და ქვემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი სენაკი - ლესელიძის ავტობანთან დამაკვშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.


გარდამავალი პროექტის ფარგლებში (2021-2022), ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელი გზების დასრულებული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.


პროექტი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „იბოლიამ“ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 1 336 200 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის თქმით, აღნიშნულ სოფლებს ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა ემსახურებათ, შესაბამისად ახლად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს როგორც შიდა, ისე სხვა დანიშულების ადგილამდე კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.