ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ

27-04-2022

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.


თეორიული და პრაქტიკული  ტრეინინგი მოწვეულმა ექსპერტმა, მარკ ლანსიენმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში ჩაატარა. სწავლება პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები  2020 და 2021 წლებში გააშენეს.


დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება.


აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.