გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ-ში წიგნის „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ პრეზენტაცია გაიმართა

27-04-2022

აკადემიურ სფეროში მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Routledge-მ გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის  პროფესორის დავით პატარაიას წიგნი  „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“.

 

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომლიც მოიცავს როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე საერთაშორისო სამართლის თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას, თსუ-ში გაიმართა. წიგნში დამატებულია დოკუმენტური მასალა - ამონარიდები საქმეებიდან და მასალებიდან, ასევე საილუსტრაციო გამოსახულებები.

 

წიგნს აქვს სპეციფიური და უნიკალური ფორმატი,რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩემი შემუშავებული. იგი ერთი გაჩერების პრინციპით სტუდენტს, მკითხველს სთავაზობს მთელ მასალას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. იმისთვის,რომ გამარტივდეს მისი კითხვა, წიგნს აქვს სპეციფიკური სარჩევი და საძიებო ტერმინებისა და დოკუმენტებისთვის,“- განაცხადა დავით პატარაიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიათ  თქმით,  სახელმძღვანელო გამოიცა ლონდონსა და ნიუ-იორკში  და 2021 წლიდან უკვე   ჩართულია საერთაშორისო იურიდიულ სამეცნიერო ბრუნვაში.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი ჩვენი აკადემიური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, პროფესორ დავით პატარაიას ძალიან ღირებული ნაშრომის პრეზენტაციაა. ეს არის ორიგინალური და კარგად სტრუქტურირებული ნაშრომი,რომელიც  მოიცავს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

 

სახელმძღვანელოში „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ ზოგად საკითხებთან ერთად,  განხილულია სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო პასუხისმგებლობის სამართალი, იურისდიქცია, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართალი, ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი, საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ეს სახელმძღვანელო იქნება არსებითი საკითხავი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ზოგადი კურსის სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაეცნოს საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს გაღრმავებული კურსებით მათ შესწავლამდე.