28-04-2022
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“-ს გავლით, სომხეთიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 110 027 ლარის საბაჟო ღირებულების 631 გრამი პალადიუმისგან დამზადებული ნაკეთობები.
საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი საქონელი, სასამართლოს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ჩამორთმეულ იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ.