გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

28-04-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.


ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა.


ახალშენის საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღის აშენებამდე, ფუნქციონირებდა მხოლოდ ქვედა ახალშენის ბაღი, რომელიც დროებით სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო ზედა ახალშენის ბაღი შეუსაბამო პირობების გამო დაკეტილი იყო.


ახალი ბაღის გახსნის შემდეგ ყველა აღსაზრდელი ახალშენის ახალ აშენებულ ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის ეზოში განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი სპორტული მოედანი.