გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა მხატრიშვილი: ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას

28-04-2022

ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია, არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი, რითაც ეხმაურება ექპერტთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

 

შალვა მხატრიშვილის თქმით, ბანკომატებში რომ ახალი ფულის ნიშნებია, ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია.

 

“მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ბანკნოტი დროთა განმავლობაში ცვდება, რის გამოც ხდება მიმოქცევისათვის უვარგისი, მოძველებული ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და მათი ვარგისი, ახალი ფულის ნიშნებით ჩანაცვლება.

 

უფრო ზოგადად კი, ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ – ანუ იმ სარეზერვო ფულის სანაცვლოდ, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჰქონდათ. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა.

 

ასე მუშაობენ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები. რაც შეეხება იმას თუ რამდენადაა გაზრდილი ფულის მასა და რა განაპირობებს მას, სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. რაც შეეხება ფართო ფულად აგრეგატ M2-ს, ანუ ფულის მასის იმ საზომს, რომელიც დეპოზიტების მოცულობასაც უყურებს, ამ საზომით ფართო ფულის მასა მართლაც გაზრდილია. თუმცა, როგორც არაერთხელ განგვიმარტავს სხვადასხვა ფორმით, აღნიშნული ფართო ფულის მასის ზრდა ხდება, უმეტესწილად, საბანკო სესხების შედეგად. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ბერკეტი იმისათვის, რომ ფულის მასის ზრდა შეანელოს მხოლოდ ისაა, რომ საბანკო სესხების გაცემა შეანელოს. ეროვნული ბანკი ამას აკეთებს კიდეც. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ სესხების გაძვირების პოლიტიკას ხშირად ზუსტად ის ექსპერტები აკრიტიკებენ, ვინც ამავდროულად ფულის მასის შეზღუდვას ითხოვს”, - აცხადებს შალვა მხატრიშვილი.