გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა

29-04-2022

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელმა მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა. არის რამდენიმე გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებების ხელმოწერას. ამის შემდეგ საქართველო შეძლებს პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას,"-განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა.


ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ანგარიში 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა.


„მოხსენებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიღწეულია დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეფორმირება, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. მასში ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.