გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის გამოვლენის მიმართულებით ღონისძიებები გაატარეს

29-04-2022

მიმდინარე წლის აპრილში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას,უმეთვალყურეოდ მიტოვებული 3 ერთეული ე.წ. ხოლიხი ბადე და სხვადასხვა ადგილას ჩაკიდებული 15-30 მმ ზომის ნემსკავებით აღჭურვილი 50 ერთეული ანკესი გამოავლინეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბის ტერიტორიაზე კი, გამოვლენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 7 ერთეული, დაახლოებით 900 მეტრი სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე.


ღონისძიებები გატარდა დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის ზღვაზე, ჯამში, დაახლოებით 800 მეტრამდე სიგრძის ე.წ. სახლართი ბადე ამოიღეს.


სამართალდარღვევებზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.