გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და სატრანზიტო ნაკადები

29-04-2022

თბილისში გამართული საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა ხელი მოაწერეს, განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაცისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.


„კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა ორ მხარეს შორის, უნდა იყოს ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.


საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.