გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია, ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, განვაახლოთ ეს პროექტი და აქტიურად ვმუშაობთ

30-04-2022

ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია.


„რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად", - განაცხადა პრემიერმა.