გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის დროს, წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე, წყალი, გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე, ჩემი გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე

30-04-2022

წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავლის, ხვალინდელი დღის წყალტუბო.


„ეს რაც შეეხება ზოგადად გენგეგმას. მეორე - მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე. ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში. ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.