გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის გუგა კაჭკაჭიშვილის საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა

30-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის, გუგა კაჭკაჭიშვილის თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი დაათვალიერა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, გუგა კაჭკაჭიშვილის საწარმო „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 25 000 ლარით დაფინანსდა.


გუგა კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული დაფინანსებით თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი შეიძინა, რითაც საოჯახო მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა.


დაფინანსების მიღების შემდეგ, გუგა კაჭკაჭიშვილის საწარმო ამ ეტაპზე 12 ტონამდე თაფლს და 3 ტონა ფიჭას ამუშავებს, წარმოებული პროდუქცია კი ექსპორტზე გადის.


მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.