გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს წამლების მიღებას ვერ მოუწოდებს - primetime.ge

30-04-2022

„ვერ მოვუწოდებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა წამლებზეა ლაპარაკი და როგორ უნდა მოვუწოდო? არ ვიცი მე რამდენად სამკურნალოა ეს წამლები“, - ასე უპასუხა გიული ალასანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორც მშობელი, თუ მოუწოდებდა სააკაშვილს, მიეღო წამლები.


რაც შეეხება გასეირნებას, გიული ალასანიას თქმით, ეს მძიმე პროცედურაა, რაც სააკაშვილის ნერვულ სისტემას აზიანებს.


„გასეირნებაზე უარს ამბობს ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, წარმოიდგინეთ ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე კიდე გზაში რა მოხდება არავინ იცის, მავთულხლართები, ეს ყველაფერი ის არის, რაც მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს“ - განაცხადა გიული ალასანიამ.


primetime.ge