გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2022    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერ-მინისტრმა ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

30-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.


შპს ,,ედელინგმა" თხილის საწარმოს მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით, აგროლიზინგის წესით 1,2 მილიონი ლარი 2019 წელს მიიღო. როგორც კომპანიის დირექტორმა შოთა საღრიშვილმა პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ ეტაპზე ქარხანაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული და წარმოებული პროდუქტი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე იყიდება. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, დიდ სირთულეებს დაუკავშირდებოდა და წამოწყებას 4-5 წლით უკან დახევდა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას.


პრემიერთან ერთად, თხილის საწარმო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა და ხონის მერმა, ვლადიმერ ჯურხაძემ დაათვალიერეს.