გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის სოფლების ზუდალისა და სევის გზის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

3-05-2022

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფ. ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.


პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფ. ზუდალი-სევის საავტომობილო გზის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს (აბაიშვილების უბნამდე) მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსწორების და დაპროფილების სამუშაოები. ასევე, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.


სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ამბროლაურის ავტოგზა N10" ასრულებს. პროექტის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.


აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 371 335 ლარს შეადგენს.