გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ ტიბაანში ყურძნის მურაბის წარმოება დაიწყეს

24-05-2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში 20 წლის ჯემალ ხატიაშვილმა ყურძნის მურაბის წარმოება დაიწყო.

მისი თქმით, მურაბას ყურძნის უცხოური ჯიშისგან სახლის პირობებში ამზადებს. 
მეწარმე აცხადებს, რომ საფერავისა და რქაწითელის გარდა, 58 ჯიშის ყურძენი აქვთ გაშენებული, რომლისგან დამზადებული მურაბაც გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. 
,,ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახეობის ხილისგან დამზადებული მურაბა იყიდება, მაგრამ ყურძნის მურაბას მხოლოდ სახლის პირობებში ამზადებენ. ამის გამო გადავწყვიტე ყურძნის მურაბის წარმოება და გაყიდვების ქსელში გაშვება. „ბუტრანას“ ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნისგან თეთრ და წითელ ღვინოს ვაწარმოებ. ღვინოსთან ერთად ბრენდი საფერავსა და თაფლში დაძველებულ ყველსაც აერთიანებს, რომელსაც ფრანგული ყველის კამემბერის ობი აქვს დამატებული“, - განუცხადა knews.ge-ს ჯემალ ხატიაშვილმა.

knews.ge