გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აკაკი ბობოხიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ

5-05-2022

“ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ბობოხიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა.


“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა ვინც “ჩამოდი ჩამოდი” უძახა და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა “ნაციონალური მოძრაობის” ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ქონდა იმედი და განცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის”, – ამბობს აკაკი ბობოხიძე.