გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: გვაინტერესებს რამდენად ნორმალურია, რომ გავუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს, როგორც მოგვიწოდებს, ნაცმოძრაობა და მათთან აფილირებული პარტიები თუ სუბიექტები

5-05-2022

გია გაჩეჩილაძემ, „უცნობმა“ სამი კითხვით მიმართა ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს:

  • გინდათ თუ არა საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი გაიხსნას?
  • უნდა გამოუშვან თუ არა პატიმარი სააკაშვილი ციხიდან?
  • უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

სამივე კითხვა ლეგიტიმურია, და ეს შეკითხვები კელი დეგნანის მიმართ, მართლა აქვთ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, იმ ელჩის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს საქართველოში - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გია გაჩეჩილაძის მიერ, კელი დეგნანისთვის დასმულ შეკითხვებს.

 

„გია გაჩეჩილაძემ, „უცნობმა“ სამი კითხვით მიმართა ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს: გინდათ თუ არა საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი გაიხსნას? უნდა გამოუშვან თუ არა პატიმარი სააკაშვილი ციხიდან? უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები? სამივე კითხვა ლეგიტიმურია, და ეს შეკითხვები კელი დეგნანის მიმართ, მართლა აქვთ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, იმ ელჩის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს საქართველოში.

 

დიახ, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად ნორმალურია, რომ ჩვენ გაუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს, როგორც ამას მოგვიწოდებს, ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკური სუბიექტები. შედის თუა რა მეორე ფრონტის გახსნა აშშ-ს ინტერესებში, როგორც ამას მოგვიწოდებენ ზოგიერთი უპასუხისმგებლო უკრაინელი პოლიტიკოსები?

 

დიახ, ჩვენ გვაინტერესებს, იმ დროს როდესაც სამართლებრივი სახელმწიფოს ვაშენებთ, გადავაბიჯოთ სასამართლოს სამივე ინსტანციას, არაფრად ჩავაგდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და რახან სააკაშვილი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას, ხან 50-დღიან შიმშილობას იგონებს, ხანაც ათასი ავადმყოფობის მომიზეზებით უნდა გამოუშვათ ციხიდან? სახალხო დამცველი, რომელიც სწორედაც აშშ-ს იყენებს ფარად სახელმწიფოზე და ხელისუფლებას შეტევისასა, რამდენად კომპეტენტური და სამართლიანია, როდესაც მხოლოდ ერთი პატიმრის ბედით არის დაინტერესებული, და სხვა არც ერთ პატიმარზე არც ერთი განცხადებაც კი არა აქვს გაკეთებული. ხომ არ უქმნის სახალხო დამცველის შერჩეული ქმედებები ამ ინსტიტუტის სანდოობას საფრთხეს? როგორ მიგაჩნიათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთის სახელმწიფოების (მათ შორის აშშ-ს) მიერ აღიარებული არჩევნების ლეგიტიმაცია, კვლავ უნდა დაგეს ეჭვქვეშ?

 

იმის გამო 1 % და 2% პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები მოითხოვენ ამას უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მანამ სანამ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება? რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ხელისუფლების ბრძოლა არეულობისა და დესტაბილიზაციის წინააღმდეგ საქართველოში? რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ მოსახლეობის შეშინებისა და პანიკის მიზნით, მედია საშუალებების მხრიდან დეზინფორმაციისა და ცილისწამების ნიაღვრის გავრცელება? მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე აშშ-ს ინტერესებში არ შედის, მაგრამ ერთია მე რა მიმაჩნია და მეორე თქვენ რას იტყვით ყოველივე ამის შესახებ, თქვენი პოზიციის ღიად დაფიქსირება კი უფრო ნათელს გახდიდა აღნიშნულ სურათს“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.