გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2024    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრები გამართეს

5-05-2022

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" მონაწილეებს, ციფრულ მოხალისეებს, პროგრამაში ჩართულ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი ინტერნეტ კომპანიების წარმომადგენლებს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი იყო მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ადგილზე გაცნობოდნენ Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაში" ჩართულ მხარეებს, მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარებს. შეხვედრები კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, Log-in Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელმა შარლზ ჰარპიმ, ასევე, მსოფლიო ბანკის მისიისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა გამართეს.


კომუნიკაციების კომისიამ, Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის დაიწყო. ეტაპობრივად მსგავსი ტიპის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „ოუფენ ნეტის" მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს Log-in Georgia-ს პროექტის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამას", რომლის მიზანიცაა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელი შეუწყოს ინტერნეტის სარგებლიან და უსაფრთხო გამოყენებას.


მოქალაქეები ციფრული საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული სპეციალური პროგრამით გადამზადდებიან, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები, ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებები, ინტერნეტი დასაქმებისთვის, დისტანციური განათლება, სახელმწიფო ონლაინ სერვისები, ფინანსური ციფრული სერვისები, ელექტრონული კომერცია და ციფრული მარკეტინგი.


საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით "Log-in Georgia"-ს პროექტი ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციას და სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნას, ასევე ციფრული უნარების განვითარებისა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას. ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით სწორედ ოზურგეთში დაიწყო, რომელიც 2021 წლის მაისში დასრულდა და რომლის შედეგადაც ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა.