გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასამართლომ ყატარული კომპანიის და ნიდერლანდების მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო

5-05-2022

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი - საქართველოს და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ყატარული კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერულად შეაღწიეს და გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, კომპანიას 189 465.50 აშშ დოლარი (452 188.5 ლარი) მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს, რასაც მსჯავრდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულები სოციალურ ქსელ Facebook-ში მათ მიერ შექმნილი გამოგონილი პიროვნების გვერდის მეშვეობით შევიდნენ კომუნიკაციაში ნიდერლანდების მოქალაქესთან და მისი ნდობის მოპოვების შემდეგ, 57 810 ევრო (210 563.72 ლარი) საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.


შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, ნიგერიის მოქალაქემ მის საბანკო ანგარიშზე განათავსა და პირადი საჭიროებისამებრ განკარგა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.


ასევე, გამოძიების ეტაპზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებული 145 900 აშშ დოლარი (442 530 ლარი) სრულად დაუბრუნდა დაზარალებულ ყატარულ კომპანიას, ხოლო ნიდერლანდების მოქალაქეს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი.