გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა წარმოუდგენელია, რადგან მსოფლიომ აღიარა, რომ როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა

5-05-2022

გია გაჩეჩილაძეს აქვს უფლება, დასვას კითხვები. ჩვენ იგივე კითხვებს ვერ გავიმეორებთ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ ეთერში.

 

სოზარ სუბარის თქმით, ერთ რამეში ეთანხმება გაჩეჩილაძეს, როდესაც ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გამოდის, აბსოლუტურად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს და ამბობს ისეთ რამეს, რაც არ არის და არ შეიძლება იყოს შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია.

 

მისივე თქმით, როდესაც შეერთებული შტატების თანამდებობის პირების სახელით განცხადებებს აკეთებს გიორგი ვაშაძე თუ სხვა პოლიტიკოსი, სიამოვნებით მოვისმენთ განცხადებებს, რომლებიც დაადასტურებს ამ მოწოდებების სიყალბეს.

 

„როდესაც გამოდის გიორგი ვაშაძე და ვაშინგტონიდან აკეთებს განცხადებებს, თითქოს ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში მომწიფებულია აზრი, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოში როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სამართლიანად და კანონიერად.

 

არანაირი მოწოდება არ ყოფილა და ვერც იქნება შეერთებული შტატების თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს საქართველოში და როდესაც შეერთებული შტატების თანამდებობის პირების თუ პოლიტიკოსების სახელით მსგავს განცხადებებს აკეთებს გიორგი ვაშაძე, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკოსი, ჩვენც დიდი სიამოვნებით მოვისმენთ იმ განცხადებებს, რომლებიც დაადასტურებს ამ სიტყვების და მოწოდებების სიყალბეს, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი მოწოდებები, შეუძლებელია რომ არსებობდეს იმიტომ, რომ არჩევნები იყო კანონიერი, სამართლიანი და ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ, შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.