გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოზარ სუბარი: აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში

5-05-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.


„რაც დღეს უკრაინაში ხდება, იგივე რომ საქართველოში ხდებოდეს, მე არ მგონია, რომ ამის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება, იმიტომ რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც აბსოლუტურად აუხსნელია ეს გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ ამას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მე მესმის, რომ მათ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქება სურთ. როცა იგივე სურთ ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარია. რა დონეზე უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ასე გაწირო საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სურს ღალატისა და ომის პარტიას, და ეს რამდენიმე კვირის წინ ბათუმში გამართულ არჩევნებზეც დადასტურდა“, - აცხადებს სუბარი.