გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია ბაქოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ ქიუ დონგუსს შეხვდა

7-05-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ. ბაქოში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, ქიუ დონგუსს შეხვდა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვაFAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისათვის.


„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, -აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს და საქართველოს ერთობლივი მიღწევების მნიშვნელობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. ENPARD-ის ფარგლებში, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მზარდი პროგრესი სახეზეა. მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხის ზრდისა და შენარჩუნების ტენდენცია. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტექნიკური და მეთოდოლოგიური მიმართულებით.


FAO-ს გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში 16 წლიან სამუშაო გამოცდილებას.


„თქვენი წინსვლა პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას”,- აღნიშნა ქიუ დონგუსმა.


აღსანიშნავია, რომ ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO საქართველოში განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის სრული ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობა.


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორთანგამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.