გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

7-05-2022

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.


„პირისპირ შეხვედრისას მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. მოქალაქეებს კონტრაქტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული დანამატების საკითხიც დააინტერესდათ. გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს. მოქალაქეების ინტერესი გამოიწვია საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემამ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.