გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

8-05-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა.


მინისტრმა სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.


ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო, ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.


სამინისტროს განცხადებით, ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება დაისახა.


უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.