გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახა კალაძე: უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ

8-05-2022

უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.


„ადამიანი, რომელიც ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობს და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეხედოს, ვინ არის. ჯერ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველოდან რუსეთი იარაღს იღებდა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს განცხადება. ჩვენც გავაკეთეთ განცხადება, რომ წარმოედგინათ მტკიცებულება., რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები. პასუხად მივიღეთ სიჩუმე. როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო“, - განაცხადა კახა კალაძემ.