გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

9-05-2022

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილმა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს და ოთარ აზმაიფარაშვილს ხელმძღვანელი პირები სახლებში ეწვივნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ორივე ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 1 000 - 1 000 ლარი გადასცა.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.


მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.