გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთარ შამუგია: ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია არის ჩვენი საერთო არჩევანი და, მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარიიქნება

9-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საზოგადოებას ევროპის დღეს ულოცავს.


„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს. ევროკავშირის ძლიერი პოზიცია და მხარდაჭერა,საქართველოს გვერდით დგომა, ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და იმედს გამოვთქვამ, ძალიან მალე საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება, მით უმეტეს, რომ წინ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.


წელს, ევროპის დღის აღნიშვნის გზავნილი„მე და ევროპა” იმ საერთო გამოცდილებასა და ტრადიციებს ასახავს, რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა.


საზოგადოებამ იცის, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით; საქართველოსთვის მისი მიწოდების თარიღად, ევროკავშირის მიერ, 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა კითხვარი დათქმულ ვადამდე ადრე იქნა შევსებული. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც დიდი შრომა გასწია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კითხვარის შევსების პროცესში. 300-მდე დარგობრივ კითხვაზე უმოკლეს ვადებში მომზადდა დასაბუთებული და კომპეტენტური პასუხები.


ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია არის ჩვენი საერთო არჩევანი და, მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი იქნება“, - აცხადებს ოთარ შამუგია.