გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: თუ ვინმე არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს პირველ რიგში იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფოა

9-05-2022

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მინისტრის თქმით, თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო.


„მინდა, დავამშვიდო ყველა. როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში; პენიტენციური სამსახური ზრუნავს სრულად მის ჯანმრთელობაზე. აქ არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, უტარებენ გამოკვლევებს, სინჯავენ. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზები. თუ დადგა საჭიროება, ვიმოქმედებთ შესაბამისად. მას ჰყავს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ექიმები და თუ ვინმეს ინტერესია, სააკაშვილი იყოს კარგად, ვართ ჩვენ", – განაცხადა მინისტრმა.


რატი ბრეგაძის თქმით, ის ყოველდღიურად ინტერესდება პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობით და ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან:


„ვინტერესდები მისი ჯანმრთელობით და მაქვს კომუნიკაცია ექიმებთან, არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს... რაც დასჭირდება სააკაშვილს, მიიღებს ყველაფერს, ისევე, როგორც სხვა პატიმარი".