გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11-05-2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს ქ.თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.