გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში სპორტული ტურნირი დასრულდა

12-05-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის სპორტული ტურნირი დასრულდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.


„სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში - ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.