გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტები გადამზადდნენ

13-05-2022

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. 


საჩხერისა და მესტიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სპეციალური სწავლება გაიარეს შემდეგი მიმართულებებით:


• რძის ნიმუშის რძის რგოლური რეაქციით გამოკვლევა;


• სისხლის შრატის გამოკვლევა როზბენგალის რეაქციით (სკრინინგ ტესტი) და ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (დამადასტურებელი ტესტი);


• ცხოველის სისხლის ნიმუშის მიღება, შრატის გამოყოფა და გადატანა პირველად კონტეინერში, ნიმუშის მომზადება ლაბორატორიული კვლევისთვის;


• გაეცნენ ნიმუშების მიღებიდან ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაცემამდე გასავლელ ყველა აუცილებელ ეტაპს;


• მიიღეს ინფორმაცია რეგიონულ ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გადაგზავნის პროცედურებზე. 


ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, უსაფრთხოებისთვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.