გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

13-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.


მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთში 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის 2 შენობის განახლება.


გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, ატრაქციონების, განათებების, წყალარინების მოწყობა, ასევე ამფითეატრისა და კაფის მშენებლობა.


პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.