გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა

13-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში კომპანია „პლანტაციას" ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა.


მთავრობის მეთაურს საწარმოში კომპანიის ხელმძღვანელმა ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ფერმერებს და მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში უდგას.


საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია. მეწარმემ დაფინანსება პროგრამების "აწარმოე საქართველოში" და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო და ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გააშენა.


ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.