გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაზა შათირიშვილი: გრძელდება მუდმივი მცდელობა, რამენაირად დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ; შვიდეულის ფორმატიც ამის კიდევ ერთი მაგალითია

13-05-2022

როდის მიუწვევიათ საქართველო დიდ შვიდეულზე, ახლა რომ მიეწვიათ? ან უკრაინას და მოლდოვას რა ესაქმებოდათ შვიდეულზე? გერმანიის საელჩომ კარგად განმარტა ამის მიზეზი. უკრაინაც და მოლდოვაც შვიდეულზე ომის გამო მიიწვიეს, საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს. მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

 

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უკრაინა ომში უკვე ჩართულია და როგორც ჩანს, მოლდოვის იმედიც აქვთ, ომში საქართველოს ჩართვის იმედს კი უკვე ბოლომდე კარგავენ. დიდი შვიდეულის ფორმატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გამო ხელისუფლება საყვედურობს, ეს არის შანტაჟის უსუსური მცდელობა. ზაზა შათირიშვილი აქვს აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სუფთა ხელები აქვს და ვერავითარი კომპრომატი ვერ მოუძებნეს.

 

მხოლოდ ასეთი ხელოვნური და მოგონილი, სასაცილო თემებით ცდილობენ უსუსური კამპანიების აგორებას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება უვარგისია. იგივეს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილზეც. როცა რუსეთთან ვერავითარი კვეთა ვერ უპოვეს, ამერიკელებთან მეგობრობასა და კორუფციულ ბიზნესგარიგებებში მხილებული ევტუშენკოვის გამოგონილი ზარით ააგორეს კიდევ ერთი უსუსური კამპანია.

 

 „დღეს სრულიად ნაციონალური მოძრაობა უტევდა ხელისუფლებას იმის გამო, რომ დიდ შვიდეულზე, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა ესწრებოდნენ, საქართველო არ მიიწვიეს. როდის მიუწვევიათ საქართველო დიდ შვიდეულზე, ახლა რომ მიეწვიათ? ან უკრაინას და მოლდოვას რა ესაქმებოდათ შვიდეულზე? გერმანიის საელჩომ კარგად განმარტა ამის მიზეზი. უკრაინაც და მოლდოვაც შვიდეულზე ომის გამო მიიწვიეს.

 

უკრაინა ომში უკვე ჩართულია და როგორც ჩანს, მოლდოვის იმედიც აქვთ, ომში საქართველოს ჩართვის იმედს კი უკვე ბოლომდე კარგავენ. დიდი შვიდეულის ფორმატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვა შემთხვევაში, ვინმეს მიწვევაზე თუ მიდგება საქმე, ბუნებრივია, საქართველო ორივე ქვეყანაზე ბევრად უფრო წარმატებულია და პირველი ჩვენ უნდა მივეწვიეთ. საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს. მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ. ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გამო ხელისუფლება საყვედურობს, ეს არის შანტაჟის უსუსური მცდელობა. გარდა ამისა, მარტივი პარალელის გავლებაც შეიძლება.

 

საქართველო შვიდეულზე იმიტომ არ მიიწვიეს, რომ არ ომობს. ანუ ვისაც არ მოსწონს საქართველოს შვიდეულზე არყოფნა, მას არ მოსწონს საქართველოს ომში არყოფნაც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა უნდა ომის პარტიას - ახალი სისხლისმღვრელი ომი საქართველოში. გრძელდება მუდმივი მცდელობა, რამენაირად დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ. შვიდეულის ფორმატიც ამის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების, ვერტმფრენისა და ნახატების გაჩერებით, ზუსტად ისე აშანტაჟებენ ხელისუფლებასაც ხელოვნური პიარული სცენებით. გვაჩვენებენ, რომ ცუდი იმიტომ ვართ, რომ არ ვომობთ. შვიდეულის ფორმატის სახით, ეს სცენაც ვისი დადგმულია, ძნელი მისახვედრი არაა. როგორც გადარიცხვებს, ვერტმფრენს და ნახატებს ვერ გააჩერებდა ვერავინ, გარდა ამერიკელებისა, ისე, მათ გარდა, ვერც ამ ფორმატს დაალაგებდა ვერავინ. ეს ტრიუკიც იგივე მიზანს ემსახურებოდა, რასაც ყველა წინა მანიპულაცია - ვერაფრით რთავენ საქართველოს ომში და ახლა კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობა ჰქონდათ, საქართველოს თემა უარყოფითად აეწიათ. აქაური აგენტურაც, ბოკერიას ხელმძღვანელობით, კარგად აპრობირებული სქემის შესაბამისად, თემას მყისიერად ჩასაფრებული დახვდა.

 

ხელისუფლებას სუფთა ხელები აქვს და ვერავითარი კომპრომატი ვერ მოუძებნეს. მხოლოდ ასეთი ხელოვნური და მოგონილი, სასაცილო თემებით ცდილობენ უსუსური კამპანიების აგორებას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება უვარგისია. იგივეს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილზეც.

 

როცა რუსეთთან ვერავითარი კვეთა ვერ უპოვეს, ამერიკელებთან მეგობრობასა და კორუფციულ ბიზნესგარიგებებში მხილებული ევტუშენკოვის გამოგონილი ზარით ააგორეს კიდევ ერთი უსუსური კამპანია. ერთი თვის წინ ამერიკელი რევოლუციების სპეციალისტი ჩამოიყვანეს ბაკურიანში, რომ ნაციონალები ხელისუფლების გადატრიალებაში დაეტრენინგებინათ, ახლა კი, ხელოვნური სცენებითა და შანტაჟით, რასაც თბილისიდან ორკესტრირებულად ჰყვებიან ბოკერია და მისი კოლეგები, გადატრიალებისთვის ხელოვნური საბაბის შექმნას ცდილობენ. ეს ყველაფერი ამერიკელების გაშიფრული ხელწერაა და ამის გაანალიზება კარგად დაკვირვებულ კაცს არ გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ. მარტივი ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა, რომ ბოროტზე ბოლოს მაინც კეთილი იმარჯვებს. უნდა გავძლოთ და შანტაჟის გამო, ქვეყანა არ უნდა გავწიროთ“ - წერს ზაზა შათირიშვილი.