გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქვევრის ღვინო ლონდონში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზეა წარდგენილი

15-05-2022

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW”(The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს.


გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონია(საფრანგეთი).


"ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბაზრების დივერსიფიკაციას" - აცხადებენ სააგენტოში.


საქართველო ,,RAW WINE”-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენაღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ღვინის პროფესიონალთა ფართო აუდიტორიას და პოტენციურ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ.


წელს, ლონდონში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ ქვევრისღვინისმწარმოებელი კომპანიები:„მეღვინეობა ართანა“, „ანდრიას ღვინო“, „ანაპეა“, „დორემი“, „დემის მარანი“, „გოცას ღვინო“, „ნიკალას მარანი“, „ბაიასღვინო“, „ახმეტის ღვინის სახლი“.