გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობას

18-05-2022

,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

 

როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში.

 

,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი თუ ნატოს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?! შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში” - წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.