გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

19-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიასდაესწრო.


ღონისძიების ფარგლებში,ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ნინო თანდილაშვილს ავსტრიის ჩარჩო-სტრატეგია „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის“ გადასცა. დოკუმენტი მოიცავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ახალ პროგრამას,რომელიც საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ითვალისწინებს.


„საქართველოსთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანგამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაც დასტურდება.მომდევნო წლების განმავლობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად,ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. ძირითადი აქცენტი მაღალმთიან რეგიონებში სოფლის განვითარების პროგრამების ხელშეწყობაზე გაკეთდება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


საელჩოს გახსნის ცერემონიასსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველიდირექტორი ფრიდრიხ შტიფტი,საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.